ამ წუთებში მაშველებს დაშავებული ქალბატონი ჩამოჰყავთ ლომისის მთიდან. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმნიუსს” ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება.
,,ახლა ჩამოჰყავთ მაშველებს ქალბატონი, რომელსაც ფეხი გადაუბრუნდა და დაეცა. მანამდე 13 წლის ბიჭი დაგორდა, ხეს ჩაეჭიდა და იმან გადაარჩინა, თორემ ალბათ ხრამში გადავარდებოდა. მაშველებმა მითხრეს, ამ დროისთვის ოთხი დაშავებული ჩავიყვანეთ ქვემოთო“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე ამ წუთებში მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, დღეს დილით ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში მოსალოცად ასული 65 წლამდე მამაკაცი ტაძრის ეზოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისელის მაცხოვრებელია და მას გულის შეტევა დაემართა. ცხედარი უკვე გადაასვენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.










