fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ლონდა თოლორაია – 135 შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა

14:40 June 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
812
ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხის შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინპექტორის სამსახურს მიმართა 422-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში,- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლორდა თოლორაიამ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

ლონდა თოლორაიამ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი პერსონალური მონაცემები გროვდება და ინახება ყველგან – საჯარო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სატელეფონო კომპანიებში, კერძო დაწესებულებებში. მონაცემის არაკანონიერი დამუშავება შეიძლება გახდეს ადამიანის დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციის ან და სხვა ნეგატიური შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო უწყება, კერძო ორგანიზაცია და პირი, რომელსაც შეხება აქვს ჩვენს პერსონალურ მონაცემებთან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მათ დაცვას. გასულ წლებთან შედარებით, 2019 წელს გაიზარდა სამსახურისადმი მომართვიანობა. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხის შესწავლის მიზნით სამსახურს მომართა 422-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. შემოსული განცხადებების 81% ეხებოდა კერძო ორგანიზაციების, ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავებას, ხოლო 19% – საჯარო უწყებებში მონაცემთა დამუშავებას. პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში. გაზრდილი მომართვიანობის პარალელურად სამართალდარღვევების შემცირებული მაჩვენებელი საჯარო უწყებებში და კერძო ორგანიზაციებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა ამ სფეროში კვლავ ბევრი გამოწვევაა“,- განაცხადა თოლორაიამ.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა მონიტორინგის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ,,საჯარო უწყებებმა და კერძო ორგანიზაციებმა უნდა გააქტიურონ შიდა საზედამხედველო დანაყოფები, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაპყრონ თანამშრომელთა მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს.

მონაცემთა ბაზები

 

თეგები: ლონდა თოლორაია

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

შაქარაშვილის საქმე – სახელმწიფო ინსპექტორი სამართალდამცავის მიერ გადაცდომის ფაქტს იძიებს 

July 16, 2020
913
სამართალი

ლუკა სირაძის საქმეზე რამდენიმე სამართალდამცავის მხრიდან დისციპლინური დარღვევა გამოვლინდა – სახელმწიფო ინსპექტორი

July 16, 2020
830

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია