ლონდონში დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„დელეგაციის ორ წევრს კოვიდი დაუდასტურდა. დანარჩენი წევრები იზოლაციაში არიან“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა. დელეგაცია სამიტს ონლაინ დაესწრება.











