ბელარუსის ლიდერი ოპოზიციის ლიდერებს უჩვეულო ვითარებაში შეხვდა. შეხვედრა საგამოძიებო იზოლატორში გაიმართა, სადაც ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმაზე იმსჯელეს. შეხვედრას ლუკაშენკოს ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, ვიქტორ ბაბარიკოც ესწრებოდა, რომელსაც ეკონომიკურ დანაშაულში ედება ბრალი.
ლუკაშენკო ამბობს, რომ „კონსტიტუცია ქუჩაში არ იწერება“.
აღსანიშნავია, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას 4 თვის შემდეგ პირველად მიეცა საშუალება თავის ქმარს, სერგეის (რომელიც პატიმრობაში იმყოფება) მობილურით დალაპარაკებოდა.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 2 თვეა, გრძელდება. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს.
23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი იყო ცნობილი.











