მე ჩემი ხალხის მტერი არ ვარ, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქარხანა „ჰორიზონტში“ სტუმრობისას განაცხადა. ინფორმაციას Belta ავრცელებს.
„მე ჩემი ხალხის მტერი არ ვარ. მე მინდა მშვიდობა ჩემს ქვეყანაში, ალბათ თქვენც ეს გსურთ.თუ არ მოგწონთ ამჟამინდელი პრეზიდენტი, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია, მხოლოდ არჩევნებს“,- განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსნებთ, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ იმართება, რაც 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოცხადდა. დემონსტრაციები ქვეყანაში კვირაობით იმართება.











