ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები დააჯილდოვა.
ინფორმაციას news.tut-ი ავრცელებს.
„სამსახურებრივი უფლებამოსილებების სამაგალითოდ შესრულებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 300-ზე მეტმა თანამშრომელმა „უნაკლო მსახურებისთვის“ I, II და III ხარისხის მედლები მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე კვირაზე მეტია ითხოვენ.











