„მადლობა ღმერთს, რომ მსოფლიომ ტრამპი მოიშორა“,- ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პრეზიდენტმა არჩევნებში ტრამპის დამარცხების გამო კმაყოფილება გამოთქვა.
„მადლობას ვუხდი ირანელ ხალხს ეკონომიკური ომის სამწლიანი წინააღმდეგობისთვის. ირანში ჩვენ ორი წმინდა დაცვა გვქონდა, ერთი ერაყის წინააღმდეგ და მეორე ტრამპისტების წინააღმდეგ.
ვიმედოვნებთ, რომ პირველივე ნაბიჯებით აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია ტრამპის პოლიტიკას ირანის მიმართ დაგმობს“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.
როგროც ირანის პრეზიდენტი აღნიშნავს, თუ ჯო ბაიდენი ირანის წინააღმდეგ ტრამპის მიერ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ირანი და ბირთვული შეთანხმების სხვა მონაწილეები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამდე არსებულ პირობებს დაუბრუნდებიან.











