კორონავირუსის შემთხვევები ზრდის გამო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნაწილობრივი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.
ესპანეთის 800 000-მდე მაცხოვრებელს სახლში დარჩენა მოუწევთ. კარანტინის ზონაში მყოფ მოქალაქეებს სახლების დატოვების უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ექნებათ.
გამონაკლისი დაშვებული იქნება სამსახურში წასვლის, ექიმთან ვიზიტის ან ბავშვის სკოლაში წაყვანის შემთხვევაში.











