fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია – ვითარება რეგიონში

12:44 January 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
838
ნახვა

ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში. თოვლის საფარი დაახლოებით, 50-60 სანტიმეტრს აღწევს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.

ქედის მერიის ინფორმაციით, ქედაში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი დაბლობში 20 სმ-ია, მაღალ სოფლებში 70 კი სმ- ს აღწევს. მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელია.

„აჭარის საგზაო დეპარტამენტი დილიდან აწარმოებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს, ამ ეტაპზე ექვსი მიმართულებით. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დროისთვის ნაწილობრივ მიეწოდება, მიმდინარეობს ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფების მიერ აღდგენითი სამუშაოები“, – აცხადებენ მერიაში.

ხულოს მერიის ინფორმაციით, უხვ ნალექს მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია.

„ხულოს მუნიციპალიტეტში გზებზე თოვლის წმენდის პროცესი დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 20 სმ-ია, მაღალ სოფლებში 50-60 სმ-ს აღწევს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელია. ელექტროენერგია სრული დატვირთვით, ყველა აბონენტს მიეწოდება“, – აცხადებენ ხულოს მერიაში.

შუახევის მუნუციპალიტეტში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 20-30სმ, ხოლო მაღალ ზონაში 30-50 სმ-ია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. ადმინისტრაციულ ერთეულებამდე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მოძრაობა.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის სამუშაოები ხეობების მიმართულებით მიმდინარეობს. მუშაობს 13 ერთეული ტექნიკა. საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08. მეწყერული პროცესები არ ფიქსირდება. ოპერატიულად განიხილება წამოჭრილი საკითხები“, – აცხადებენ უწყებაში.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა აჭარის მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: აჭარადიდთოვლობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

აჭარაში უხვი ნალექის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან

September 23, 2021
810
პოლიტიკა

“გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ აჭარაში მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

August 18, 2021
800
პოლიტიკა

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

June 20, 2021
809

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია