„მაგთიკომი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უცხოეთიდან ფიქსირდება ზარები და გადარეკვის შემთხვევაში, მომხმარებელი თაღლითების მსხვერპლი გახდება და მას ანგარიშიდან თანხა ჩამოეჭრება.
„მომხმარებელთა საყურადღებოდ! დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519
ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშორისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.
ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.











