fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

11:01 July 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შარშან პირველად დაიწყო მასშტაბურად ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია. მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს 66 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციის და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტები,“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქვემო ქართლში თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში, სოფელ საღრაშენსა და სოფელ ანაგეთში დასრულდება 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობა. სამივე სკოლის მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.1 მილიონ ლარზე  მეტი მოხმარდა. სკოლები, რომლებშიც ბავშვები სწავლობდნენ არის ძველი და არ შეესაბამება არანაირ საგანმანათლებლო სტანდარტს.

ასევე, ფაქტობრივად დასრულებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების გამარჯვებისა და კუმისის 110 და 90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა. წესრიგდება ბაღების ეზოებიც.

„ქვემო ქართლში 16 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამში, ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებია.  ვაშენებთ როგორც მცირე 60 ბავშვიან, ისე 250 ბავშვიან დიდ სკოლებს. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში ბევრად უფრო კარგი გარემო შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც მათი სწავლის ხარისხზეც აისახება. გარდაბნის მუნიციპალიტეტში გვაქვს 2 ბაღის  პროექტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი 4 სკოლა შენდება ერთდროულად, რაც ერთი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხელშესახები შედეგია,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების პრობლემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევები არსებობს ათწლეულების განმავლობაში. თუმცა, ორივე მუნიციპალიტეტში დაწყებულია არაერთი პროექტი სოფლებისთვის წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად.

„ძალიან დიდი და რამდენიმე ეტაპიანი პროექტები გვაქვს დაწყებული ქვემო ქართლში, რომელთა შედეგად მოსახლეობას, ზოგან პირველადაც კი, გამართული წყალმომარაგება ექნება. მათ შორის, არის გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სადაც 5 დიდი სოფლის წყალმომარაგების პროექტს ვახორციელებთ. გარდა ამისა, ორივე მუნიციპალიტეტში ბევრი სხვადასხვა წყაროდან – ეს იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი თუ რეგიონებში განსახორციელებელი ფონდი, ფინანსდება სხვადასხვა ზომის პროექტი. მათი დასრულების შემდეგ, ბევრად მეტ ადამიანს ექნება წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე.“- განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.

ამ დროისთვის, ქვემო ქართლში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და ქალაქ მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების გარე ქსელების მოწყობა.

თეგები: მაია ცქიტიშვილი

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

სამაგალითო საჯარო მოხელე გახლდათ და “ქართული ოცნების” გუნდის წევრიც იქნება მომავალში – თალაკვაძე ცქიტიშვილზე

February 19, 2021
909
პოლიტიკა

გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, რომ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს – მაია ცქიტიშვილი

February 19, 2021
1.1k
პოლიტიკა

ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და გულშემატკივარი – მაია ცქიტიშვილი

February 19, 2021
984

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია