ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.











