ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, ჯანმო ვერ აიძულებს ჩინეთს, Covid-19-ის წარმოშობის შესახებ დამატებითი მონაცემები გამოაქვეყნოს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს იმის უფლებამოსილება, ასეთ საკითხებში ვინმე რაიმეს კეთებისკენ აიძულოს. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრის მხარდაჭერას“,- აცხადებს რაიანი.










