WHO-ს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უკონტროლო არ არის. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
„ამ პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი გვქონდა, ვიდრე 1.5 და ვირუსი კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ. ამ თვალსაზრისით, ეს სიტუაცია უკონტროლო არ არის“, – აცხადებს რაიანი.











