fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაკრონი პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

22:52 May 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
839
ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ მეგობარ ქართველ ხალხს და პირადად თქვენ.

გასულ წელს, რეგიონში ვითარების ხელახალი გაუარესება აღინიშნა, რაც თქვენი ქვეყნისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. იმ კონტექსტში, როცა რეგიონის ძლიერ სახელმწიფოებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი აქვთ, საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისა და რეფორმების გაგრძელების გზაზე.

ამ მხრივ, მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ძალები დათანხმდნენ, შეერთებოდნენ ევროპული მედიაციის საფუძველზე შემოთავაზებულ კომპრომისულ შეთანხმებას, რომლის სხვადასხვა დებულებები განხორციელების პროცესშია. ვიცი იმ დადებითი როლის შესახებ, რომელიც თქვენ ითამაშეთ მის მიღებაში და მსურს, ეს მოგილოცოთ.

ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოცდაა ყველა ქვეყნისთვის. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ.

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელი მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩამოსვლის ასი წლისთავი. ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს.

ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს «ამილახვარის» სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა.

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.                  გთხოვთ, ირწმუნოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა,” – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.

თეგები: დამოუკიდებლობის დღეემანუელ მაკრონისალომე ზურაბიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით – სალომე ზურაბიშვილი

December 8, 2021
792
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი

November 22, 2021
778
პოლიტიკა

საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – სალომე ზურაბიშვილი

October 21, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია