ალექსანდრე ლუკაშენკო მაკრონს ურჩევს გვერდზე ნაკლებად გაიხედოს და საფრანგეთის შიდა საქმეებს მიხედოს. ინფორმაციას belta ავრცელებს.
„მინდა ვურჩიო ბატონ მაკრონს ნაკლებად იყუროს გვერდზე და ამის ნაცვლად ბოლოს და ბოლოს საფრანგეთის შიდა საქმეებს მიხედოს.
როგორც ადამიანმა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აქ, ბელარუსში გვეჩვენება, რომ ემანუელ მაკრონი მეტისმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ-ერთ ყოფილ კანდიდატს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს კანდიდატი ქალბატონია (სვეტლანა ტიხანოვსკაია), საფრანგეთის ლიდერის რისკზე მიდის და შესაძლოა საფრანგეთის შიდა პრობლემებს კიდევ პირადი უსიამოვნებებიც მიიღოს – საკუთარ სახლში“, – ნათქვამია ლუკაშენკოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მაკრონმა განაცხადა, რომ ბელარუსში კრიზისია და ამიტომ ლუკაშენკომ თანამდებობა უნდა დატოვოს.
ცნობისთვის, 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი.











