“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის ოფისიდან გასვლასა და მთელი საქართველოს შემოვლას აპირებს.
“მე აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს, ძალიან მალე მომეცემა საშუალება, კოლეგებთან ერთად მთელი საქართველო შემოვიარო, ხალხთან უფრო აქტიური კომუნიკაცია დავამყაროთ და მოვემზადოთ ხელისუფლებაში მოსასვლელად, მე ამაში დარწმუნებული ვარ”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა მელია უკვე რამდენიმე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მისი მხარდამჭრები ამბობენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემენ.
18 თებერვალს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, მელიას საქმის გამო თანამდებობიდან გადადგა. როგორც გახარიამ განმარტა, მისთვის მიუღებელია, რომ ერთი ადამიანის გამო სხვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.











