fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„მამა კირიონმა წარმოაჩინა უტყუარი ფაქტები, ნუ გამოიტანთ დროზე ადრე დასკვნებს“ – მეუფე ანტონი

15:20 October 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
971
ნახვა

მეუფე ანტონი დავით-გარეჯის საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიების გარეშე ვინმეს უდანაშაულობაზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს მასმედიასა და საზოგადოების ყველა ფენაში მწვავე დისკუსიის საგნად ქცეულ დავით გარეჯის სამოსანსტრო კომპლექსთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებულ საკითხს და გამოვთქვა ჩემი, როგორც მღდელმთავრისა და მოქალაქის პოზიცია.

თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მიწაა და ჩვენი დედა ეკლესიისა და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად მესმის დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწე და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებისა და მრევლის უმეტესი ნაწილის პოზიციები.

რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრების დაზუსტებას, მიუხედავად ჩვენი ემოციებისა, ეს საკითხი საქმის საფუძვლიანად მცოდნე მეცნიერების, სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების გადასაწყვეტია და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში არ დაზიანდება ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესები და უსამართლობისა და უსუსურობის განცდა არ დარჩებათ მოქალაქეებს.

ცნობილია, რამდენი კაცია იმდენი აზრია და დღეს ყველას ყველაფერზე მისი სკუთრებრივი შეხედულება, მოსაზრებანი და აზრი გააჩნია , ვის ვარუდების დონეზე, ვის საკუთარი გამოცდილებისა თუ სურვილების დონეზე. აღსანიშნავია, რომ ძალინ ნაკლებნი უსვამენ თავს კითხვას არის თუ არა ამ საკითხებში კომპეტენტურნი.

პირადად, რაც უტყუარად ვიცი, ვიცი ის რომ 1994 წლიდან მაშინ, როდესაც იქ
გარეჯის უდაბნოში გაუსაძლისი საცხოვრისი პირობები იყო, იმ დროიდან იქ მსახურობს არქიმანდრიტი კირიონი, რომლის დიდი ძალისხმევითაც მიიღო ამ კომპლექსმა დღევანდელი სახე. იმ დროს იქ არც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩანდნენ და არც მათი პრეტენზიები.

გადის დრო და 2005 წლიდან აქ ნელ-ნელა ჩნდება მესაზღვრეები, რომელნიც კუს ნაბიჯებით, მაგრამ კაპიტალურად არამც თუ მოუახლოვდნენ, არამედ შემოიჭრენ ამ ერთიან სამონასტრო კომპლექსში.. ხოლო 2012 წლიდან იწყებენ მომლოცველების არ შეშვებას…

იბადება კითხვა საიდან, რამ გაათამამა აზერბაიჯანის მხარე, რის საფუძველზე დაიწყო ასეთი თავდაჯერებული მოქმედება და ვინ ან რომელმა უწყებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი.
ან საიდან ვასკვნით ვინ არის და ვინ არა უდანაშაულო გამოძიების გარეშე.

აქედან ნუ გამოიტანთ დასკვნას რომ მე მომხრე ვარ წინასწარპატიმრობისა, მაგრამ არც ის მიმაჩნია დამაჯერებელ არგუმენტად, რომ რადგან ბრალდებულნი ამბობენ რომ დამნაშავე არ არიან,
ამის გამო მათზე უნდა შეწყდეს გამოძიება… მსოფლიოში არც ერთი მსჯავრდებული არ ამბობს რომ ღირსია სასჯელისა, მსოფლიოში არც ერთი გიჟი არ აღიარებს რომ გიჟია და ამიტომაა საგიჟეში.

სამამულო ომის დროს გიტლერის მიერ გადმოსხმულ დესანტში, კახელი აღმოჩნდა, რომელიც
გაასამართლეს და დახვრიტეს კახეთში. ბოლო წამამდე გაიძახოდა მოღალატე არ ვარო და ეს ბუნებრივია.

ერთხელ მეფემ პატიმრები მოინახულა. სათითაოდ ყველა პატიმარმა შეჩივლა რომ უდანაშულოდ იხდიდა სასჯელს. ბოლოს მეფემ შენიშნა, რომ მხოლოდ ერთი პატიმარი იდგა მოშორებით და ის არ მივიდა მხოლოდ მასთან. მეფე დაინტერესდა ამ პატიმრით და როდესაც მისგან გაიგო რომ ის ავაზაკია და დამსახურებულად ვიხდიო სასჯელს, ადმინისტრაციას უთხრა ეს გაანთავისუფლეთ ამდენი პატიოსანი არ გააფუჭოსო…..

ან რატომ არ გვჯერა 1938 წლის ხელმოწერილი რუკის, რომელსაც მხარს უჭერს და ათწლეულობით თავგამოდებით იცავს ამ პოზიციას დედა ეკლესია და რატომ გვჯერა იმათი ვის
დროსაც რაღაც უცნაურდ, ვიტყოდი მუხანათურად მოხდა მისი გასხვისება.

ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს დრო გამოაჩენს. მე პირდაპირ ვიტყოდი რომ, არქიმანდრიტმა კირიონმა საფუძვლიანად და არგუმენტალურად წარმოაჩინა უტყუარი ფაქტები ამ მოვლენების ირგვლივ და ყველას ვთხოვ ნუ გამოიტანს დროზე ადრე დასკვნებს, რომელსაც თავს გვახვევენ ისინი ვისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ამ მუხანათური ჩანაფიქრის გამჟღავნებისა და რომელთა ხელშეწყობითაც მოხდა ის რაც ვერ შეძლო სერგო ორჯონიკიძემ და სხვა მავანმა…“ – ამბობს მეუფე ანტონი.

დავით გარეჯის საქმე – ნახეთ დეტალურად

თეგები: დავით გარეჯის საქმემეუფე ანტონი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება​

October 13, 2021
868
საზოგადოება

ამ ყველაფერს ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს – მეუფე დიმიტრი ჟურნალისტსა და მეუფე ანტონს შორის მომხდარ ინციდენტზე

May 10, 2021
785
საზოგადოება

TDI: სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო

May 10, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია