65 წლის მამაკაცი, რომელმაც გუშინ აღმაშენებლის გამზირზე თვითმკვლელობა სცადა გარდაიცვალა.
მამაკაცი გუშინ, გვიან ღამით დაახლოებით სამი საათისთვის გარდაიცვალა, იგი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცს ტელეფონით შეატყობინეს, რომ მისი ახლობელი ავარიაში მოყვა, რაც სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.











