fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მამაკაცს, რომელმაც ცოლი საქათმეში გამოკეტა პატიმრობა და 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს 

14:48 July 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
4.5k
ნახვა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 წელი და 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს მამაკაცს, რომელმაც ცოლი საქათმეში გამოკეტა. ოჯახში ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებებით ის 2019 წლის თებერვალში დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, 8 იანვარს, სოფელ გ-ში, ქალმა 112-ე დარეკა და შსს-ს საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ზარი დაახლოებით 22 საათზე განხორციელდა.

,,მამაკაცმა სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, ყოფილ მეუღლეზე იძალადა და დაემუქრა, კერძოდ, მას ზურგისა და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, ამასთან, მოქაჩა თმა ძლიერად და ცულის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. იმავე ღამის საათებში, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, ძალის გამოყენებით შეიყვანა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ფრინველების სადგომში და კარი ჩაუკეტა გარედან ცულით. პოლიციელები შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ საცხოვრებელ სახლში. ტელეფონით დაუკავშირდნენ ქალს, რომლის მითითებითაც იგი ეზოში მდებარე ფრინველების სადგომში ჩაკეტილი იპოვეს. კარი ცულის ტარით იყო დახურული, ხოლო მისი გაღება შიგნიდან შეუძლებელი იყო. საქათმის კარის გაღებისას ქალმა მათ განუცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და ჩაკეტა ფრინველების სადგომში. მამაკაცი ადგილზე დააკავეს” – აღნიშნულია პროკურორის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

განაჩენი გამყარდა მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, რომლებსას ფრინველთა სადგომში გამოკეტილი ქალი დახვდათ. ჩატარდა ექსპერტიზა. ქალს ზურგისა და მუცლის არეში სისხლნაჟღენთი ჩაქცევები აღმოჩნდა.

გამოძიების პროცესში, პროკურორის განმარტებით, გამოიკვეთა სხვა დროს მომხდარი ფაქტებიც. კერძოდ, ერთ-ერთი ძალადობის დროს, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს თმაზე მოქაჩა ძლიერად, ხოლო ჯერ ხელი და შემდეგ ტაფის სახურავი (მეტალი) სახეში ჩაარტყა.

მეორე ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე აღინიშნა, რომ იგი არ წარმოადგენდა ოჯახში ძალადობას, რადგან ამ შემთხვევაში დაზიანებები მამაკაცსაც ჰქონდა მიყენებული. მეორე ფაქტთან დაკავშირებით მოსამართლემ აღინიშნა, რომ ოჯახში ძალადობის კვალიფიკაცია გამორიცხულია.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცი წარდგენილი 3 ბრალებიდან ორ მუხლში – ოჯახში ძალადობისა და მუქარის ნაწილში გამართლდა, ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში მსჯავრი დაედო. მესამე ფაქტს უშუალოდ პოლიციელები შეესწრნენ, რამაც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

თეგები: ოჯახში ძალადობა

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა – ქალი გარდაიცვალა

June 15, 2021
780
საზოგადოება

„ვგმობთ ოჯახში ძალადობას“ – რუსთაველის თეატრი ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

April 13, 2021
822
This picture taken on April 24, 2020 shows a sign of the World Health Organization (WHO) in Geneva next to their headquarters, amid the COVID-19 outbreak, caused by the novel coronavirus. (Photo by Fabrice COFFRINI / AFP) (Photo by FABRICE COFFRINI/AFP via Getty Images)
მსოფლიო

ჯანმო: ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

March 9, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია