fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მამუკა მდინარაძე: ტყუილია გიორგი გახარიას სიტყვები, რომ თითქოს მან 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა

23:24 June 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
789
ნახვა

ტყუილია გიორგი გახარიას სიტყვები, რომ თითქოს მან 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა. ყველანი იქ ვიყავით, პირადად მე მას ერთი წუთით არ მოვშორებივარ. მე დილიდან ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც გააპროტესტა გავრილოვის იმ სკამში ჩასკუპება, მაგრამ არ ყოფილა არცერთი წამი, როცა პარლამენტში გახარიას გვერდით არ ყოფილიყო უმრავლესობის არაერთი დეპუტატი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კვირების განმავლობაში ჩვენ თავს ვიკავებდით გახარიას კრიტიკისგან. ეს დიდი უხერხულობა იყო, ვინაიდან ის იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, და ჩვენი სიის პირველი ნომერი. ეს ხდებოდა მანამ, სანამ არ დაიწყო ცუდი კამპანია მისი თანაგუნდელების მხრიდან. ყველა რეგიონიდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ეს ხალხი თავს ასაღებდა ბიძინა ივანიშვილის პროექტად, მის „ახალ პარტიად“ და ამით ცდილობდა ჩვენი აქტივისტების გადაბირებას. ამ ინფორმაციას გახარია ტყუილს უწოდებს და ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი. მოდით დღეს მხოლოდ ფაქტებით ვილაპარაკოთ, რათა მსმენელმა გაარჩიოს, სად არის სიმართლე. გახარიას მომხრეების ე.წ. ქავერებზე Facebook-ზე გამოტანილია ფოტო, სადაც ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან მოყვანილია სიტყვები, რომლის ინტერპრეტირების შემთხვევაში ის თითქოს რაღაც ახალ ძალაზე საუბრობს. 700-800 ადამიანის გადაბირებას ცდილობდნენ და უარი მიიღეს და ამას თავი დავანებოთ, მაგრამ „ქავერზე“ რომ გამოგაქვს ასეთი ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, მგონია, რომ ეს უკვე ფაქტი და მტკიცებულებაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ტყუილია გიორგი გახარიას სიტყვები, რომ თითქოს მან 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა.

„ყველანი იქ ვიყავით, პირადად მე მას ერთი წუთით არ მოვშორებივარ. მე დილიდან ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც გააპროტესტა გავრილოვის იმ სკამში ჩასკუპება, მაგრამ არ ყოფილა არცერთი წამი, როცა პარლამენტში გახარიას გვერდით არ ყოფილიყო უმრავლესობის არაერთი დეპუტატი. დღეს მე სადაც ვზივარ, იმ ოთახის თავზე იყო ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის კაბინეტი, საიდანაც გიორგი გახარია უყურებდა სიტუაციას. ის ოთახი უმრავლესობის დეპუტატებით სავსე იყო. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მაშინ პარლამენტში ვერავინ ნახა, რამდენად გულწრფელია ის, მარტივი განსასჯელია. ეს არის პირდაპირ გამიზნული ტყუილი, პარლამენტის და პარლამენტარების დისკრედიტაციისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

December 30, 2021
786
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ – მამუკა მდინარაძე

December 3, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია