fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მამუკა მდინარაძემ თვითიზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას, ყალბი ინფორმაცია უწოდა

15:24 October 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გურიაში საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფი პირები მიიყვანეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს.

მისივე თქმით, ოჯახი რომელიც არჩევნებზე იმყოფებოდა, მათ თვითიზოლაციის ვადა ორი დღის წინ გაუვიდათ.

მდინარაძემ მედიას მიმართა და მოუწოდა ნუ ჩაებმებიან ინფორმაციის გასავრცელებლად მსგავს სქემაში.

„საცერივით გამოდის ინფორმაციები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩაიშალა დავალება, იქნებ როგორმე გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს.

ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, უბნებზე ეს ყალბი ინფორმაცია ვინმეს არ გაევრცელებინა. ნახევარი საათის განმავლობაში ასეთი ინფორმაცია ვერ გავრცელდა, თუმცა „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტი ლაითურის საარჩევნო უბნიდან ჩაერთო, თითქოს ლაითურის საარჩევნო უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირები.

საუბარია, დავითაძეების ოჯახზე, რომლებიც იზოლაციაში მართლაც იმყოფებოდნენ. ორი დღის წინ მათ გაუვიდათ იზოლაციაში ყოფნის ვადა. მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეაშინონ ამომრჩეველი, „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები უკვე პანიკაში არიან, ამ მიზნით შეგნებულად გავრცელდა არასწორი, ცრუ ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გურიაში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ზვიდ თენიაშვილის განცხადებით, პირმა რომელიც იზოლაციაში იმყოფებოდა უბანზე მივიდა და ხმა მისცა.

„პროცედურულ დარღვევას ჰქონდა 11-ე უბანზე ადგილი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თვითიზოლაციაში მყოფი პირის ცალკე სიაში შეყვანა დაავიწყდა, რის გამოც, იგი საარჩევნო უბანზე ხმის მიმცემთა სიაში აღმოჩნდა, ახლა გაგზავნილი გვყავს ჩვენი ჯგუფი და ახსნა განმარტებით ბარათს დაწერს თავჯდომარე თუ რა მოხდა“, – აღნიშნა თენიეშვილმა.

ლაითურის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დროებით შეჩერებულია, რადგან ცესკოს წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციის გასარკვევად მივიდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიმ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირი უნდა იყოს სახლში და არა ბაზარში და მით უმეტეს არჩევნებზე.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე

 

 

თეგები: 2020 წლის არჩევნებიგურიათვითიზოლაციამამუკა მდინარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

December 30, 2021
786
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ – მამუკა მდინარაძე

December 3, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია