უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია სახლობანას თამაშობს. ამის შესახებ მან მართლმსაჯულების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, გამორიცხულია, რომ მათ რაიმე შანსი ჰქონდეთ.
„არანაირი ზედმეტი შეფასება არ უნდა ამას. ახლა დაიწყეს სახლობანას თამაში, რომ მათ აქვს რაღაც შანსები, რაც გამორიცხულია. მათივე კვლევებითაც კი გამორიცხულია, რომ მათ ჰქონდეთ რაღაც შანსები. რაც არ უნდა დაიწყონ სახლობანას თამაში და ჩამოწერონ ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუს-ს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას, ეს დარჩება ისევ ნათამაშებად, როგორც აქამდე თამაშობდნენ. ძალიან არასერიოზულია, როდესაც ეს ხალხი, რომელმაც საკუთარი რეიტინგი კარგად იცის, ასეთ მემორანდუმებს აფორმებს”,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
VIDEO: არ დამზოგოთ, დამირეკეთ – ალეკო ელისაშვილმა ბანერზე საკუთარი ნომერი დაწერა











