„მე მაინც მრჩება იმედი, რომ ნიკა მელია დაიცავს კანონს და შეასრულებს კანონის მოთხოვნებს. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ერთადერთი, რომელიც იქნება მიღებული, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კანონიერი და სამართლიანი, სხვა არჩევანი და პოლიტიკური შემადგენლები გვერდზე უნდა გადავდოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“იყო მოსაზრებები, რომ არავინ მიიღოს გადაწყვეტილება, არც სასამართლომ, არც პარლამენტმა, რომელიც დაძაბავს პოლიტიკურ ვითარებას, რეალობა ასეთია, რომ პარლამენტმაც და სასამართლომაც უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი გზა. კონკრეტულად, რაში იქნება გამოხატილი ეს ნაბიჯები, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა, ხაზს ვუსვამ, იმედს ვიტოვებ, რომ არ მივა რადიკალურ გადაწყვეტილებამდე საქმე,“ – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს გადახის ვადა დღეს ეწურება.











