“თუ საღი აზრი ოდნავ მაინც არის, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს საღი აზრი შენარჩუნებული აქვს ამ ხელისუფლებას, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური საქმე, შესაბამისად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ საქმეზე მიიღება, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ, იმაზე მარჩიელობა, გუშინ ღამე დაძინებამე ბიძინა ივანიშვილმა რა გადაწყვეტილება მიიღო და რა დაავალა სასამართლოს, არის სრულიად უმადური საქმე. მე მგონია, რომ თუ საღი აზრი ოდნავ მაინც არის, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს საღი აზრი შენარჩუნებული აქვს ამ ხელისუფლებას, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული. ვნახავ, რა იქნება გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია დიდხანს ციხეში არ იქნება. ახლა იქნება, ხვალ იქნება თუ რამდენიმე დღისა და კვირის შემდეგ, ის აუცილებლად გათავისუფლდება,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.











