აჭარის რეგიონში ადგილობრივ ინფექციონისტებს ხვალიდან თბილისიდან ჩასული ინფექციური საავადმყოფოს სპეციალისტებიც დაეხმარებიან.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან ჩასულ სპეციალისტებს შორის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაიაც იქნება.
„აჭარაში მუდმივად არიან დასახმარებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.
ასევე, ხვალ რეგიონში ჩამოდიან ძალიან გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტები ინფექციური საავადმყოფოდან, რათა ბათუმელ კოლეგებთან ერთად მოახდინონ ამ მრავალრიცხოვანი აქტიური შემთხვევების მენეჯმენტი, რათა მინიმალური იყოს დანაკარგი და პაციენტთა რაც შეიძლება მეტი რაოდენობა გამოჯანმრთელდეს უმოკლეს დროში“, – აღნიშნა ცერცვაძემ.











