მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, რუსლან გაჯიევმა, ქართული ოცნების, მარნეულის საარჩევნო შტაბის, ხელმძღვანელობის პოსტი დატოვა, როგორც გაჯიევი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამის შემდეგაც, აქტიურად იქნება ჩართული პოლიტიკაში პარტია „ქართული ოცნების“ სახელით, და მხარს დაუჭერს ზაურ დარგალის კანდიდატურას.
„ეს გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე, თუმცა აქტიურად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ჩემთვის უცნობია ვინ დაინიშნება საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად.“- განცხადა რუსლან გაჯიევმა.











