მარნეულის ავერსის კლინიკაში, კორონა ვირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, როგორც ავერსის მენეჯერი მანანა კაპანაძე პრაიმტაიმთან აცხადებს, ინფიცირებული ქალი გუშინ საღამოს მუცლის ტკივილით და კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყანეს.
,,დაახლოებით 18 საათზე შემოიყვანეს შუახნის ქალი, მუცლის მწვავე ტკივილით, შესაბამისი კვლევებისა და ექიმთან გასაუბრების შემდეგ, პაციენტს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა, ამ წუთებში დაინფიცირებული ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და მალე თბილისში გადაიყვანენ სამკურნალოდ“, – ამბობს ავერსის მენეჯერი.
ინფიცირებული ქალი მარნეულის მუნიციპალუტეტის შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და ამ წუთებში, ეპიდემიოლოგების მიერ მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.
შეგახსენებთ რომ, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის შემთხვევა ბოლოს 12 აგვისტოს სოფელ წერეთელში დაფიქსირდა.
საქართველოში დღეს 259 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: მარიამ ქველაძე











