მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მასწავლებელი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი BMW-ს მარკის ავტომობილით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
„ინფორუსთავის“ ინფორმაციით, თემო მუმლაძე სოფელ წერეთელში ცხოვრობდა და ამავე სოფელში არსებულ აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო სკოლაში, მასწავლებლად მუშაობდა.











