მარნეულში მე-4 ბაღის აღსაზრდელებს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამიტომ ბაღში ორი ჯგუფი დახურულია.
მარნეულის ბაღების გაერთიანების დირექტორის ზაურ ქარამოვის თქმით, ამ დრისთვის ბაღის სრულიად დახურვა საჭირო არ არის.
,,ორ აღსაზრდრლს, რომლებიც ერთი ოჯახიდან დადიან აღნიშნულ ბაღში კივიდინფექცია დაუდგინდა. დაიხურა ორი ჯგუფი, სადაც ეს ბავშვები დადიოდნენ. მათ სხვა ჯგუფებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. თვითიზოლაციაში გადავიდა ყველა ბავშვი, ვინც აღნიშნულ ჯგუფებში იმყოფებოდა. ასევე მე-4 ბაღის თანამშრომელიც, ამ ადამიანებს pcr ტესტები თვითიზოლაციიდან მეთორმეტე დღეს გაუკეთდებათ,“- განგვიცხადა ქარამოვმა.
ცნობისთვის, მარნეულში წელს, 16 ბაღიდან მხოლოდ 4-მა განაახლა სწავლა. თუმცა კოვიდინფექციის გამო სოფელ საიმერლოს ბაღში სწავლა სრულიად შეწყდა.
ავტორი:მარიამ ქველაძე











