მარნეულში, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ ახალი ბაზის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. პროექტი აღნიშნული სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ნათქვამია განცხადებაში.

მშენებლობის დასრულება ქ. მარნეულში პროფესიული განათლების მიღების ხელმისაწვდომობასა და შესაძლებლობას აჩენს. კოლეჯი ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქამდე, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, მხოლოდ რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ ფუნქციონირებდა.

ინფორმაციის მიხედვით, შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაფერისადაა აგებული. აქვს კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი.
ავტორი: ამუკა ქორიძე











