მართლმსაჯულება და საარჩევნო რეფორმები ის საკითხებია, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მზად ვართ, ზუსტად ამაზე ვიმსჯელოთ და მზად ვართ, ამ საკითხებზე ვიმუშაოთ“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად.
კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. ის უკვე შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და კარლ ჰარცელს.
დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.











