პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთი დამფუძნებელს, დმანისისა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატს, კახაბერ ოქრიაშვილს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ.
როგორც ოქრიაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხდა, მისი პარტია ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, რომელთანაც მისი პარტიის პოზიციები დაემთხვევა.
კახა ოქრიაშვილი: ჩვენი პარტიის სიის პირველი ნომერი მე ვიქნები. ასე გადაწყვიტა პოლიტსაბჭომ და პირადად ცეზარ ჩოჩელმა.
იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში რამდენიმე პარტია თანხმობას განაცხადებს და არჩევნებში მხარს დამიჭერს. ასე მე პირველივე ტურში გავიმარჯვებ. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მხარს დამიჭერს, თუმცა მარტო „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა საკმარისი არ არის. რამდენიმე მსხვილმა პარტიამ უნდა დამიჭიროს მხარი.
-რატომ გამოჩნდით სოციალურ ქსელში ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილთან და სხვა „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად – არჩევნებთან დაკავშირებით, მათთან მართავდით მოლაპარაკებებს?
-ბუნებრივია, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ძალიან მარტივია, ქვეყანაში არსებული მოცულობა ასეთია – არსებობს „ნაცმოძრაობა“ და არსებობენ სხვა პარტიები. „ძალა ერთობაშიას“ 2018 წელს მოსახლეობის 38%-მა დაუჭირა მხარი, 38%-მა მისცა ხმა „ძალა ერთობაშიას“. თუ ჩვენ გვეჯავრება „ძალა ერთობაშია“, ესე იგი გვეჯავრება საქართველოს მოსახლეობის 38%. თუ რამე დააშავა ვანო მერაბიშვილმა, იჯდა ციხეში შვიდი წელიწადი.
თუ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელსაც მოსახლეობის 1% მაინც უჭერს მხარს, ჩვენ ვეცდებით, რომ ამ პარტიასთან ვითანამშრომლოთ, მითუმეტეს „ნაცმოძრაობასთან“, რომელსაც არჩევნებში 38% აქვს აღებული.
-აპირებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“კოალიციის შექმნას?
-ჩვენი პარტია არავისთან გაერთიანებას არ აპირებს, მაგრამ მოკავშირეობას ვაპირებთ ძალიან ბერ პარტიასთან. თუ ჩვენი პარტიის ხედვები „ქართული ოცნების“ ხედვებს დაემთხვევა, მაგალითად, გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით, ამ საკითხში ჩვენ მოკავშირეები ვიქნებით. ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, თუ ხედვები დაემთხვა, ვიქნებით „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეები.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











