მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთებს ლებარდეს მხრიდან ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი მოსახლეობამ საღამოს 7 საათისთვის შენიშნა.
„იწვის მარტვილის მთები, ნადგურდება უნიკალური ჯიშის ენდემური ხეები“, – აცხადებენ ისინი.
მათივე თქმით, ხანძარი მიუვალ. დაუსახლებელ ადგილას გაჩნდა.
ძლიერი დაკვამლიანება შეიმჩნევა წაჩხურუს მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები უკვე გავიდნენ.
ავტორი: თეა შონია










