მარტვილის მუნუციციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის ორ მასწავლებელს კორონავირუსი დადასტურდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფორმაციას ადასტურებენ მარტვილის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში. მათივე თქმით, ყველა ის კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე, რომლებსაც ეს პედაგოგები ასწავლიდნენ.
მარტვილში დღეს კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: თეა შონია











