ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა გომის მთაზე ჩარჩენილი ახალგაზრდების კვალი დაკარგეს.
თოვლის საფარი გომის მთასთან 3 მეტრს აღწევს, რაც კიდევ უფრო ართულებს სამაშველო სამუშაოებს.
გართულებული ამინდისა და ხილვადობის გამო, ვერ ხერხდება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა. ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ახალგაზრდა მამაკაცმა სამაშველო სამსახურში დარეკა, ის შველას ითხოვდა. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა გუშინ გომის მთაზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ქარბუქში მოხვდნენ. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. ორის მდგომარეობა კი მძიმეა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











