მაშველებმა, მდინარე მტკვარში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ადგილიდან „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი იუწყება.
რამდენიმე საათის წინ, ასევე იპოვეს ახალგაზრდა ქალის ცხედარიც. შსს-ში ადასტურებენ, რომ ის „ბაუჰაუს“ ბარის თანამშრომელი იყო.
შეგახსენებთ, თბილისში მდებარე „ბაუჰაუს“ ბარიდან ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 აგვისტოს შევიდა.








