ქობულეთში ზღვაში დაკარგული მამაკაცი მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ბრიგადები და მყვინთავები მონაწილეობდნენ.
20 წლის ახალგაზრდა ბიჭის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











