მასშტაბური სპეცოპერაცია ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. დაკავებულია 13 ადამიანი. ამ წუთებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საგანგებო ბრიფინგს მართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ამსახველ ვიდეო ჩანაწერებსაც ავრცელებს.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თბილისში, თელავსა და ქუთაისში 13 პირი დააკავეს. ყველა მათგანი დაკავებულია ქურდული წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით”- განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











