„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ დღეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან მივიდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები და კონკრეტული განცხადებების გაკეთებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ოჯახს რეპრესიებით ემუქრებოდნენ“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდის პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი თედო გობეჯიშვილის ოჯახს. არავითარი საარჩევნო პროცესები და არავის კერძო პარტიული ინტერესები არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ.
არ მინდა ვინმეს წინასწარ რამეში ბრალი დავდო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის ქმედებებს, რათა მსგავსი ფაქტები საქართველოში არ განმეორდეს.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ დღეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან მივიდნენ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები და კონკრეტული განცხადებების გაკეთებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ოჯახს რეპრესიებით ემუქრებოდნენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ლადო ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის ბულინგს და ზეწოლას ისნის საოლქოს თავმჯდომარე ემსხვერპლა“











