„ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლაში დასაქმებული ყველა პირი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას.











