fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაჟორიტარები, როგორც განხეთქილების საბაბი

15:43 June 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
872
ნახვა

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი საქართველო“ და სხვა პოლიტიკური პარტიები შედიან, გაფართოებას გეგმავს.

 

მე ვსაუბრობ „ძალა ერთობაშიას“ ერთიანობაზე. მნიშვნელოვანი იქნება თუ კიდევ გაფართოვდება და პოლიტიკური ჯგუფები შემოუერთდებიან

– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ცდილობს თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ლეიბორისტული პარტიის მაგიდასთან გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, საკუთარ გაერთიანებაში გადაიბიროს, ამაზე ექსპერტებიც ალაპარაკდნენ↓↓↓

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს რომ მის ორბიტაზე დატრიალდეს ყველაფერი, მკვდარშობილი პროექტია და არ აქვს განვითარების რესურსი.

ვინც მათთან მივა, ის პარტია დაკარგავს ამომრჩეველს – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ გია ხუხაშვილმა

 

პარტია „კანონი და სამართალი“, რომლის ლიდერიც თაკო ჩარკვიანია აცხადებს, რომ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ , 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პრორუსულ პარტიებს მხარს არ დაუჭერს↓↓↓

 

გამოვრიცხავ პრორუსულ პარტიებს და მის წარმომადგენლებს მხარი დავუჭიროთ არჩევნებზე.

მე არ მეგულება არცერთი სოფელი, არცერთი კუთხე, არცერთი დაბა, სადაც ამომრჩეველს შევთავაზებ და ვაჩუქებ პარლამენტში მანდატს პუტინს. „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში ამაზე ვთანხმდებით.

თუ გადაწყდება, რომ ჩვენ მივდივართ დასავლური ვექტორი ერთად და ერთმანეთს მივეშველებით, მაგალითად „ევროპულ საქართველოს“ მხარს დავუჭერთ, რაზეა საუბარი. მაგრამ მაგალითად ნინო ბურჯანაძეს, რუსული ვექტორისთვის ერთ მტკაველს არ გავინძრევი

– განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.

 

თაკო ჩარკვიანის ეს განცხადება კიდევ უფრო ამყარებს პროგნოზს, რომ შესაძლოა „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდასთან მყოფმა ოპოზიციონერებმა საერთო მაჟორიტარული კანდიდატებზე შეთანხმება ვეღარ მოახერხონ.

იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მხოლოდ პროდასავლური პარტიების, (რაშიც თაკო ჩარკვიანი „ევროპულ საქართველოს“ მოიაზრებს) მხარდასაჭერად გამოთქვამს მზაობას, 8 მარტის შეთანხმების მონაწილეებს შორის უთანხმოება გარანტირებულია.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციამ მისი პარტიის მხარდაჭერა გადაიფიქრა↓↓↓

 

არ მაინტერესებს თაკოს კომენტარები, ეს სხვისგან არ მომისმენია, თუ ახალი დღისწერიგი აქვთ ამას მეტყვიან.

ჩემი ამოცანა არ არის ვინმეს მხარდაჭერა ან არ მხარდაჭერა, მე გაბრაზებული არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. თაკო ჩარკვიანს არ ვთვლი პოლიტიკოსად, მისი განცხადებები ჩემთან დაკავშირებით არის პოლიტიკისგან შორს.

 

რაც შეეხება, გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ გაფართოებას, ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ პროცესი კვლავ ორ პოლუსს გააჩენს, რაც ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს↓↓↓

 

თუ რომელიმე პარტია ეცდება არაპროპორციული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინოს, შეთანხმება ვერ შედგება.

პრობლემაა პიროვნული საკითხი, ამოცანა უნდა იყოს რომ ისეთი კანდიდატურა დავაყენოთ, რომელიც არ იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი. თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს რომ ვანო მერაბიშვილი დააყენოს, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა ოპოზიცია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე საუბრობს, ბოლო დროს გახშირდა აქცენტები, რომ თემაზე საუბარი ნაადრევია, ან არის ვერსიაც, როცა ამბობენ, რომ რეალურად ყველა ოლქში საერთო კანდიდატებზე შეჯერება შესაძლებლობას მოკლებულია.

მაგალითად, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი, უკვე ღიად საუბრობს, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება შეუძლებელია.

ბერძენიშვილი გეგმა „ბ“-ს გააქტიურებას აანონსებს, რაც მეორე ტურში გასული ოპოზიციონერის მხარდაჭერას, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან გულისხმობს↓↓↓

 

„სხვებმაც თქვეს, რომ კანდიდატებს დააყენებენ ბევრგან. ზოგს შეთანხმება წინასწარ სწორად არ მიაჩნია, ზოგსაც კი შესაძლებლად.

ასეთ ვითარებაში ნამდვილად უალტერნატივო, „პლან ბ“ არის მეორე ტურებში გასული ოპოზიციონერის მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ამის წინასწარ განცხადებაც“ – წერს ბერძენიშვილი.

 

პოლიტიკურ ველზე შექმნილ ბუნდოვანებას ფიასკოს უწინასწარმეტყველებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც ოპოზიციას ურჩევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარულ ოლქებში თითო პარტიამ თითო ლიდერი წარადგინოს, ან მეორე ტურში მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ↓↓↓

 

თუ არსებული სისტემა შენარჩუნდება, ქაოსის და გაუგრებობების ფუნდამენტად იქცევა ოპოზიციაში, რაც არაერთხელ გვინახავს. კეთილისმსურველები ბევრი გვინახავს, მაგრამ განხორციელებული არცერთი, როგორც წესი ფიასკოთი მთავრდება ხოლმე.

თუ 30 მაჟორიტარი იქნება, არ არის საჭირო რომ გამოკვეთონ საერთო კანდიდატები. ეს იქნება მხოლოდ კონფლიქტის საფუძველი. ვურჩევდი მათ რომ გეგმა ბ-ზე გადავიდნენ პირდაპირ, რაც ბევრად უფრო რეალისტურია

– განაცხადა გია ხუხაშვილმა

 

ლეიბორისტული პარტიის ოფისში არაერთხელ შეკრებილმა ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენება მრავალგზის დააანონსა. თუმცა, თავიდანვე ცნობილია ისიც, რომ პოლიტიკური პარტია „ლელო“ მაჟორიტარი კანდიდატების დაკომპლექტებას დამოუკიდებლად აპირებს.

თეგები: 8 მარტის შეთანხმებასაერთო მაჟორიტარი კანდიდატებისტატია

დაკავშირებული სტატიები

არჩევნები 2020

ირაკლი ოქრუაშვილი ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს გიგი უგულავას მხარდაჭერას უცხადებს

October 24, 2020
868
არჩევნები 2020

ვინ იქნება შენი მაჟორიტარი დეპუტატი? – კანდიდატების სრული სია თბილისში

September 25, 2020
1k
არჩევნები 2020

„ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის ყველა კანდიდატი ცნობილია – სრული სია

September 23, 2020
1.4k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია