შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს. ინფორმაციას AP-ი ავრცელებს.
შვეიცარია ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყანა იყო. თუმცა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5,583 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. სამი კვირის წინ ჩვენ ევროპის კონტინენტზე ყველაზე კარგი ეპიდვითარება გვქონდა, სამი კვირის შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა სწორედ ჩვენთანაა“, – განაცხადა შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრმა, ელაიან ბერსეტმა.











