გასაგებია, რომ პოლიტიკოსებს თავს გვესხმიან და პოლიტიკოსებს ტყუილებს გვაბრალებენ, მაგრამ ამაზრზენია, როდესაც შენი ოჯახის წევრებს ესხმიან თავს იმიტომ, რომ შენ „გაგაშაონ“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.
„ასე ხდება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. ჩვენ ბოლო 8 წლის განმავლობაში ვნახეთ მის მიმართ ცილისწამების ნიაღვარი, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ეს ცილისწამება მიდის შვილზე, ძმასა და ოჯახის სხვა წევრებზე“, – ამბობს მდინარაძე „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია „ნაცმოძრაობის“ გენეტიკური კოდი – ძალადობა ადამიანზე.
„ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ადამიანზე ძალადობა თუ შეეძლოთ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით და სახელმწიფო იყო ის მექანიზმი, რომლითაც ფიზიკურად ძალადობდნენ ადამიანზე, ახლა დარჩათ მედიასაშუალება და მხოლოდ სიცრუე.
რასაც თვითონ აკეთებენ რეალურად, იმის დაბრალება უნდათ სხვაზე. ასევე რუსული თემაც, რუსულ საქმეს აკეთებენ და სხვას აბრალებენ იგივეს გაკეთებას “, -განაცხადა მდინარაძემ.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო – რას წერს კახი კალაძე ბერა ივანიშვილზე











