fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მდინარაძე: ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, ეროვნული იდენტობით და სულისკვეთებით და არა ამ ყველაფრის ჩამორეცხვის ხარჯზე

17:03 July 7, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
789
ნახვა

„როდესაც ვამბობდით, ტრადიციებით ევროპაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, ეროვნული იდენტობით და ეროვნული სულისკვეთებით და არა ამ ყველაფრის ჩამორეცხვის და შემდეგ სხვანაირი რეალიზაციის ხარჯზე“- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ  კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა,  უდავოა, რომ პიარ კამპანია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა გადიოდეს საპატრიარქოს და პატრიარქზე დარტყმის ხაზზე.

მისივე თქმით, ეს არის წლების განმავლობაში წარმოებული კამპანიის ნაწილი კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის მიმართ, რაც ხორციელდებოდა ძალადობით.

„ეს ძალადობა იყო მორალური, პროპაგანდისტული, პიარ კამპანიის გაწერილი გეგმებით.  სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც მხარდაჭერას ჯერ კიდევ მოიპოვებენ ხოლმე არჩევნებში ის ძალები, რომლებიც ღიად და აშკარად, ძალიან ცუდი ფორმებით უპირისპირდებიან ქართულ ეკლესიას. მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველგან ყველაფერი კარგად არის, ნებისმიერი თემა უნდა გავხსნათ სამსჯელოდ, მაგრამ  არსებობს საკითხები, რომელზეც უკამათოდ, უდავოდ უნდა შევჯერდეთ. ის, რომ პიარ კამპანია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა გადიოდეს საპატრიარქოს და პატრიარქზე დარტყმის ხაზზე, უდავო უნდა იყოს. არსებობს რაღაც ღირებულებები, რაც არ გადაიხედება, ისევე, როგორც არ გადაიხედება საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენს მიერ შეტანილი უიშვიათესი დათქმა, რომ ქართული სახელმწიფოს არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე და  ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ოღონდ ეს ყველაფერი არა ეროვნული იდენტობის გვერდზე გაწევის ხარჯზე, არამედ ქართული ტრადიციული ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, გამყარების ხარჯზე უნდა მოხდეს.  როდესაც ვამბობდით, ტრადიციებით ევროპაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი ეროვნული იდენტობით და ეროვნული სულისკვეთებით და არა ამ ყველაფრის ჩამორეცხვის და შემდეგ სხვანაირი რეალიზაციის ხარჯზე. თუმცა, ერთი მხრივ ძალადობა და პროვოკაციები, მორალური, ფსიქოლოგიური, პროპაგანდისტული ძალადობაც კი არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს არანაირ ძალადობას მითუმეტეს, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას, მედიასაშუალებების მიმართ ძალადობას და ა.შ.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

December 30, 2021
787
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ – მამუკა მდინარაძე

December 3, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია