ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი“, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია საკუთარი სიტყვებით, რომ რურუა ხელს შეუშლის ქუჩის მაკონტროლებლების ქმედებას, აღიარებს რურუას კრიმინალურ ავტორიტეტობას. ხოლო ცალკე საკითხია, არსებობენ თუ არა ავტორიტეტები და იყენებს თუ არა მათ ,,ქართული ოცნება“ საარჩევნო კონტექსტში. ამ ტყუილ დაშვებაში სიმართლე მხოლოდ გვარამიას აღიარებაა.
„მე მგონია ყველაფერი ნათელია. ასეთი არათანმიმდევრულობა არის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგი, ისინი უკვე ვეღარ აკონტროლებენ სიტყვებს, ქცევებს, გუშინ საუბრობდნენ, რა საშინელება გააგზავნა მმართველმა პარტიამ საერთაშორისო პარტნიორებთან რურუას შესახებ, რაც დააბრალეს კახა კუჭავას და დღეს საუბრობენ, რომ რურუა კრიმინალური ავტორიტეტია“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.











