ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის მხარდაჭერა ექნება და პრემიერ-მინისტრი გახდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გავაცანით უმრავლესობას. შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია დაბეჯითებით, დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება და პრემიერი გახდება. აქ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არის. ეს არის უკვე გადაწყვეტილი, რადგან მას უმრავლესობის სხდომაზე ჩვენმა კოლეგებმა სრული შემადგენლობით უკვე დაუფიქსირეს მხარდაჭერა“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.











