fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მდინარაძე კაპანაძეს: აუცილებელი იყო საკუთარი სამხედრო ძალებისთვის ომის დაწყების დაბრალება? ოკუპაცია შემდგარი ფაქტი არ იყო?

20:09 April 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
964
ნახვა

აუცილებელი იყო საკუთარი სამხედრო ძალებისთვის ომის დაწყების დაბრალება? ამის გარეშე ოკუპაცია შემდგარი ფაქტი არ იყო? – ამის შესახებ მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები „რეზოლუციის სხვა ნაწილით იმიტომ იმართლებენ თავს, რომ იქ სიტყვა ოკუპაცია წერია“.

„მე-4 და მე-6 პუნქტები წაიკითხეთ და მთლიანად რეზოლუციასაც გადაავლეთ თვალიო… კი ბატონო. მე-4 პუნქტში წერია, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო ომიო და მეხუთე პუნქტშივე საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს ამ ომის დაწყება… მე-6 პუნქტი იმით იწყება, რომ თითქოს რუსეთის შეტევა იყო საპასუხო.

რეზოლუციის სხვა ნაწილით იმიტომ იმართლებენ თავს, რომ იქ სიტყვა ოკუპაცია წერია და რუსების ბევრი სხვა დანაშაულიც, მაგრამ რა – წინა პუნქტებში რაც წერია, იმის საპირწონეა??? აუცილებელი იყო საკუთარი სამხედრო ძალებისთვის ომის დაწყების დაბრალება??? ამის გარეშე ოკუპაცია და რუსეთმა რაც ჩაიდინეს, შემდგარი ფაქტი არ იყო? ისე ვერ მოხვდებოდა რეზოლუციაში თუ სხვა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში?!

დიახ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი, მაგრამ მაინც დააბრალეს, ტყუილზე მოუწერეს ხელი!..

და ბოლოს, სიტყვა აღიარებას ასე ნურავინ ეთამაშება, არავის უხსენებია! ეს არა აღიარება, არამედ ტყუილი, დაბრალება და ღალატია!!!

სწორედ ეს დავამტკიცეთ სტრასბურგში და გავიმარჯვეთ კიდეც, საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ! პირიქით, სხვა უამრავ მტკიცებულებასთან ერთად იქით დავუდეთ მტკიცებულებად ისკანდერის ფრაგმენტი, რომელიც, სხვათა შორის, 2013 წლამდე არავის გახსენებია და მოუკითხავს!…

მიუხედავად ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისა, საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს!“ – წერს მდინარაძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ: „არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“

 

 

თეგები: მამუკა მდინარაძესერგი კაპანაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

December 30, 2021
787
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ – მამუკა მდინარაძე

December 3, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია