მდინარე რიონში 72 წლის მამაკაცს ეძებენ. სამაშველო სამსახურმა სამძებრო ღონისძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის პირას მისი ტანსცმელები იპოვეს.
დაკარგულის შვილის თქმით, მამაკაცი გუშინ სახლიდან მდინარე რიონზე დასაბანად წავიდა, იმის შემდეგ კი სახლში აღარ მისულა.
სამაშველო ღონისძიებებში სამტრედიის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული.











