მდინარე რიონში გაუჩინარებულ მამაკაცს უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაო მდინარე რიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება.
საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია 100-მდე მეხანძრე მაშველი, ექვსი მყვინთავი, რვა ნავის გამოყენებით. პროცესში მონაწილეობს თბილისის, აჭარის, სამეგრელოსა და გურიის სამაშველო ძალები. თვითმხილველების ინფორმაციით, ნამოხვანთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან ჩასული კაცი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.











